| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს სტატისტიკის სისტემა ისტორიაში პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, - ღია მონაცემთა აღწერის რიგით მეხუთე ანგარიში ორგანიზაცია Open Data Watch-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და 2020 წელს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. ქვეყანამ 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას. მათ შორის იტალიას, საფრანგეთს, ბელგიას, პორტუგალიას და რუმინეთს. ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია.
ორგანიზაცია Open Data Watch-ს ღია მონაცემთა აღწერის ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.
შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა. ასევე განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss