ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის მშენებლობაზე
5 თებერვალი, 2021, 18:17
ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის მშენებლობაზე

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანიაენკა რინიუებლზმა”, (ძველი სახელწოდება CLEAN ENERGY GROUP GEORGIA LLC) რომელიცნამახვანის ჰესების კასკადისპროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა  რიონის მთელი ხეობა.

სამინისტროს თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - „კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია $800 მილიონზე) ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით“.

საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ კომპანიას არ აქვს  უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მიუხედავად, კომპანიაენკა რინიუებლზმა” 30 იანვარს ჰესის მშენებლობის მოსაზადებელი სამუშაოები განაახლა.

აქციის მონაწილეები ჰესის აშენებას, მათი თქმით, მოსალოდნელი დამანგრეველი ეკოლოგიური და სოციალური გავლენის გამო, 98 დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.

სწორედ ამ დღეს ენკა რინიუებლზმაგანაცხადა, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.

მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე.

დღევანდელი განცხადება ეკონომიკის სამინისტროს პირველი ოფიციალური გამოხმაურებაა ნამახვანჰესების კასკადის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

ნამახვანის ჰესების კასკადის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი კი 2025-2026 წელი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები