ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ნიუ პასაჟი BOGG-ის დაფინანსებით ფართოვდება
4 თებერვალი, 2021, 15:45
ნიუ პასაჟი BOGG-ის დაფინანსებით ფართოვდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას განაგრძობს. ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო.

 „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება.

 „ნიუ პასაჟი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სამომავლოდ, წარმოებული პროდუქციით, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესშიც ჩაერთვება. ბანკის მხარდაჭერით კომპანია უახლოეს მომავალში მანქანა-დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც წარმოების გაფართოვებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. შპს „ნიუ პასაჟი“ ბაზარზე 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და აქტიურადაა ჩართული გზების სარეაბილიტაციო პროექტებში, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ბანკის ჩართულობით, კომპანია კიდევ უფრო ავითარებს ბიზნეს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის მხარდაჭერაა, რათა ხელი შევუწყოთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ადგილობრივი წარმოების და ბიზნესის წახალისებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები