ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბორჯომი ლიკანი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია
5 თებერვალი, 2021, 13:44
ბორჯომი ლიკანი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

თბილისი (GBC) - „საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. 

ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში“.

პანდემიით გათვალისწინებული გარემოებების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ პრიზი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორს, კობა აბულაძეს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გადასცა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამსვენებლებისგან და ტურიზმის დაჯილდოების კომპეტენტური ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მივიღეთ და წელსაც გავხდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციის გამარჯვებული. ჩვენი სასტუმრო მრავალფეროვან და განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამსვენებლებს წლის ოთხივე სეზონზე, ასევე, განსაკუთრებული სამედიცინო პროგრამა გვაქვს შემუშავებული კოვიდ-19 ვირუსს გადატანილი პირების სარეაბილიტაციოდ. ამგვარი ჯილდოს აღება სასტუმროს თანამშრომელთა დაუღალავი შრომის შედეგია, ასევე ჩვენთვის და მთელი პერსონალისთვის დიდი სტიმულია“, განაცხადა კობა აბულაძემ.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-აქციების მფლობელია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები