| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 10 ქართული კომპანია შეისწავლა , რომელმაც 2020 წელს გამარტივებული (პირდაპირი) სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. მათ 2020-ში ჯამში 165 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.
არასამთავრობოს განცხადებით, 10 კომპანიიდან, 6 „ქართული ოცნების“ და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. აღნიშნული კომპანიების მფლობელებმა ან/და დირექტორებმა 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 668,000 ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2 კომპანია („ინ-სი“ და „ანაგი“) ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტებში არის ჩართული. ამ 6-მა კომპანიამ 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებიდან ჯამში 54 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს, ხოლო 2013-2020 წლებში 149 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული.
გამჭვირვალობა შესაძლო
კორუფციულ კავშირებზე და არაეფექტიან ხარჯვაზე ეჭვობს
და აღნიშნული
6 კომპანიის მიღებულ
ტენდერებზე აქვეყნებს.
შპს „ინ-სიმ“, რომელიც "თაბორი-რიზორსის" შემსრულებელია 2020 წელს 15.7 მლნ ლარამდე ჯამური
ღირებულების 4 კონტრაქტი
მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის
გზით. მას
ოთხივე კონტრაქტი
თბილისის განვითარების ფონდმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გაუფორმა.
2020
წლამდე „ინ-სის“ 105 მლნ ლარის
გამარტივებული კონტრაქტები აქვს მიღებული,
საიდანაც 85 მლნ
ლარის კონტრაქტები თბილისის განვითარების ფონდზე მოდის.
კომპანია სახელმწიფო კონტაქტებს 2015 წლის ნოემბრიდან იღებს.
შპს „ჯი-თი გრუპმა“
2020 წელს 12 მლნ
ლარის ჯამური
ღირებულების 104 კონტრაქტი
მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის
გზით.
მას ყველაზე
მსხვილი - 3 მლნ
ევროს კონტრაქტი
გასული წლის
მარტში თბილისის
სატრანსპორტო კომპანიამ
ავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური
მომსახურებისთვის გაუფორმა.
გამარტივებული შესყიდვის
წინაპირობა 2019 წელს
თბილისის მერიისთვის 65 მლნ ლარის
ღირებულების 220 ავტობუსის
მიწოდება იყო.
2020
წლამდე კომპანიასთან 3.5 მლნ ლარამდე
ღირებულების პირდაპირი
სახელმწიფო შესყიდვის
კონტრაქტებია გაფორმებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან „ჯი-თი გრუპს”
100 მლნ ლარზე
მეტი აქვს
მიღებული.
შპს „ალფამ“ 2020 წელს
9 მლნ ლარის
ჯამური ღირებულების 3 მსხვილი კონტრაქტი
მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის
გზით. აქედან
აღსანიშნავია სოფლისა
და სოფლის
მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული $2.8 მილიონიანი დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც 5 ათასი ტონა
შაქრისა და
400 ტონა მაკარონის
რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან შესყიდვას ითვალისწინებს.
2020
წლამდე „ალფასთან“
15 ათასი ლარის
ღირებულების პირდაპირი
სახელმწიფო შესყიდვის
კონტრაქტებია გაფორმებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან 2 მლნ ლარამდე აქვს
მიღებული. კომპანია
სახელმწიფო კონტრაქტებს 2015 წლიდან იღებს.
შპს „New Road“-მა 2020 წელს 6.8 მლნ ლარის ჯამური
ღირებულების ერთი
კონტრაქტი მიიღო
გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით.
მას კონტრაქტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების
აღდგენითი სამუშაობისათვის გაუფორმა.
2020
წლამდე „New Road“-ს პირდაპირი შესყიდვის
გზით კონტრაქტი
არ ჰქონდა
გაფორმებული, ელექტრონული ტენდერებიდან კი
190 მლნ ლარამდე
აქვს მიღებული.
კომპანია ტენდერებს
2011 წლიდან იგებს.
შპს „უნივერსალ სპირიტსმა“
2020 წელს 5.7 მლნ
ლარის ჯამური
ღირებულების 19 კონტრაქტი
მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის
გზით. აქედან 18 კონტრაქტი
სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა კომპანია
„აკურამ“ გაუფორმა.
2020
წლამდე „უნივერსალ
სპირიტს“ 6 მლნ
ლარამდე ჯამური
ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული
გამარტივებული შესყიდვის
გზით. გასულ
წლებშიც კონტრაქტებს ძირითადად „აკურა“ უფორმებდა.
კომპანია კონტრაქტებს 2015 წლიდან იღებს.
ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ
აქვს მიღებული.
შპს „მზიურმა“ 2020 წელს
4.5 მლნ ლარის
ჯამური ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო
გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით.
აქედან აღსანიშნავია სოფლისა და
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული $1.4 მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც 1.5 მლნ ლიტრი ზეთის
რუსეთის ფედერაციიდან შესყიდვას ითვალისწინებს.
2020
წლამდე შპს
„მზიურს” სახელმწიფო შესყიდვების დიდი
გამოცდილება არ
ჰქონდა. მას
არც ერთ
ელექტრონულ ტენდერში
არ მიუღია
მონაწილეობა, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით 2012-2019 წლებში მცირე
ღირებულების მქონე
8 კონტრაქტი (ჯამურად
55,000 ლარამდე) აქვს მიღებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss