| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა 10 ქართული კომპანია, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. ათივე კომპანია ჯამში 165 მლნ ლარის კონტრაქტების მფლობელია.
10 კომპანიიდან, 6 „ქართული ოცნების“ და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. ამ კომპანიების მფლობელებმა ან/და დირექტორებმა 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 668,000 ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2 კომპანია („ინ-სი“ და „ანაგი“) ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტებში არის ჩართული. ამ 6-მა კომპანიამ 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებიდან ჯამში 54 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს, ხოლო 2013-2020 წლებში 149 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული.
"ზოგადად, პირდაპირი შესყიდვის გზით მაღალი ღირებულების კონტრაქტის მიღება კანონმდებლობით დაშვებულია და გარკვეულ შემთხვევებში, გადაუდებელ აუცილებლობასაც წარმოადგენს. ასევე, სახელისუფლებო პარტიისათვის თანხის შეწირვა ლეგიტიმურია, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება შესყიდვებზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებზე პირდაპირი შესყიდვით გზით ანაწილებს, ეს შესაძლო კორუფციულ კავშირებზე და არაეფექტიან ხარჯვაზე ლოგიკურ ეჭვებს აჩენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, აუდიტის სამსახური და საგამოძიებო უწყებები ასეთი შემთხვევებით უნდა ინტერესდებოდნენ", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss