| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს 2021 წელს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრეს–სამსახური ავრცელებს.
კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში უმდიდრესი
ადამიანი თანამდებობას მესამე კვარტალში დატოვებს და კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი
თავმჯდომარის სავარძელს დაიკავებს. ბეზოსს გენდირექტორის თანამდებობაზე ენდი ჯესი ჩაანაცვლებს,
რომელიც ამჟამად Amazon Web Services–ს ხელმძღვანელობს.
Forbes-ის რეიტინგის თანახმად, ჯეფ ბეზოსის ქონება ამჟამად დაახლოებით $193,3
მლრდ–ს შეადგენს.
სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Amazon-ის შემოსავალმა 2020 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალში $125,6 მლრდ შეადგინა,
რაც 44%–ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2020 წელს განმავლობაში Amazon-ის შემოსავლები 38%–ით გაიზარდა და $386,1 მლრდ შეადგინა, ნაცვლად
2019–ის $280,5 მლრდ–ისა.
Amazon
მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციაა, რომელიც საქონელსა და მომსახურებას
ინტერნეტით ყიდის. ის ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააფუძნა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია
დღეისთვის $1,69 ტრლნ–ს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss