| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსისტები კაპიტალის ბაზრის, ერთდროულად განვითარებას და ამოქმედებას ეჭკვეშ აყენებენ, ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლო უზრუნველყოფის, ასევე პროდუქტების დეფინიციის არარსებობის პირობებში. თუმცა სებ-ი ყოველთვის გრძელვადიან პერსპეტივაში აფასებს და გეგმავს პოლიტიკას. საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილი, უკვე საფინალო ეტაპზეა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საქმიან დილაში (TV 1) ფასიანი ქაღალდების ფლობის კანონპროექტის დასკვნით ფაზაზე განაცხადა. პროექტი კერძო სექტორთან ბოლო კონსულტაციებს გადის. მან პანდემიის გამო პროცესების შეფერხებაზე აღნიშნა და ამასთან ამავე პერიოდის ტენდენციებზე. რეცესიისას ფასიანი ქაღალდი უფრო გამძლე აღმოჩნდა.
არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა საეტაპო კანონპროექტზეც, უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ. საუბარია ბანკების გამოშვებულ ფასიან ქაღალდზე, რომელიც ისევე ურისკოა, როგორც სახელმწიფო ობლიგაცია. ქონებით უზრუნველყოფილი, ბონდები Covered Bond-ი კრიზისგამძლეა, რაც პრაქტიკაში აჩვენა.
არჩილ მესტვირიშვილის თქმით, კანონს სავარაოდ გაისად მიიღებენ და 2022 წელს ამოქმედდება. პანდემიის გამო, 2 წლით გადავადებამდე, მის მიღებას ფინანსთა სამინისტრო წლებია აჭიანურებს. ჯერ კიდევ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობიდან და შემდეგი პერიოდიდან, დავით წიკლაური საქართველოს ბანკში რომ იყო. მას შემდეგ საპენსიო სააგენტოში იღვაწა და ლიბერთიში აგრძელებს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა 2020-ში მიღებულ "გირავნობის და დერივატივების შესახებ" კანონის სიკეთეზეც ისაუბრა, საგადახდო გარემოს მოწესრიგების თვალსაზრისით. საფინანსო ინსტრუმენტებით (ფორვარდები; სვოპ გარიგებები ...) მოსარგებლე მხარეების ვალდებულებები ზედმიწევნით განსაზღვრა. და ახლა უკვე მხარეების ჯერია, ბანკების და კომპანიების.
სებ-ის თავის ნაწილში 3 მიმართულებით მუშაობს, 1) ბანკებთან სისტემების დახვეწაზე,2) ცდილობს კომპანებს დაანახოს ინსტრუმენტების შესაძლებლობები და3) თან რეგულაციების საჭირო კორექტირებაზე იზრუნოს.
ასევე აღნიშნა, გაძვირების მიუხედავად, ჰეჯირების ინსტრუმენტების უალტერნატიობაზე, იქ სადაც სესხის ლარში დენომინირების საშუალება არ არის. არჩევანს აფერხებს კონკურენტების ქცევაც და სებ-ს ამ მიმართულებითაც სამუშაო აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss