| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მე ძალიან მიხარია, - რესტორნებს, დაჯარიმებით დამუქრებული ეკონომიკის მინისტრი, საკვები ობიექტების 8 თებერვლის გახსნით გახარებულია.
როგორც გპირდებოდით, რეგულაციების შემსუბუქება ეპოდვითარებაზე იყო დამოკიდებული, - ნათია თურნავამ "აწარმოე საქართველოშის" გაფართოებაც დაანონსა, დამატებითი შემსუბუქებით. სარესტორნო და სხვა პროფილის ბიზნესის სასესხო სუბსიდირებაზე ხელმისაწვდომობა იზრდება. მინისტრმა აღნიშნა პროგრამულ ლაფსუსზეც, რომ I ეტაპზე სუბსიდირებაზე განაცხადი 2 000 -ზე მეტმა ობიექტმა წარადგინა, მაგრამ ყველამ ვერ მიიღო. და ახალ პროგრამაში ბანკის კლიენტებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებელიც ჩაერთვება.
II ეტაპის განაცხადები 8 თებერვლიდან მიიღება. ძირითად და საბრუნავ საშუალებებზე სუბსიდირების 80/20 თანაფარდობა 50/50 -ით იცვლება , იმის გათვალისწინებით რომ ბიზნესს ახლა საბრუნავი საშუალებები სჭირდება პირველ რიგში.
ასევე ფართოვდება სუბსიდიის მიმღებთა კატეგორია. თუ აქამდე 2020 -ის 1 მარტამდე გაცემულ სესხზე ვრცელდებოდა, II ეტაპისთვის 2020-ის 1 დეკემბერამდე გაცემულზეც გავრცელდება.
მინისტრმა ბენეფიციართა გაზრდაზეც განაცხადა. პროგრამაში სპორტული კომპლექსები, გასართობი ცენტრები და კერძო ბაღები ერთვება. წინასწარი ინფორმაციით, 10 ცენტრი და 50 ბაგა-ბაღი დაფინანსდება, თუმცა კვოტირებული არ არის. რაოდენობა გაიზრდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss