ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო უსაფრთხო მასპინძლობისთვის ემზადება
2 თებერვალი, 2021, 20:51
საქართველო უსაფრთხო მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი (GBC) - პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიოს ხელახლა გავაცნოთ  საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის გვაქვს ყველა წინაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ  ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ  უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ტოროპერატორები გაეცნენ პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება „კოვიდთან“ დაკავშირებული  კრიზისის დაძლევის მიმართულებით, რადგან უკვე არსებობს მოცემულობა, როდესაც პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების გაუქმება.

 

„როგორც იცით,  საქართველოში შემოსვლის წესები  სხვაგვარად გადაიხედა და შემსუბუქდა, მათ შორის ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, ველოდებით ტურისტებს მთელი რიგი ქვეყნებიდან პისიარის ტესტით, რომლებიც მესამე დღეს კიდევ გაიტესტებიან. ამ და სხვადასხვა მიმართულებით ვაცნობთ ტურისტულ ინდუსტრიას ახალ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც ტურიზმის გაჯანსაღებას  და ტურიზმის ადმინისტრაციის  მიერ სექტორის  ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები