| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 რთულად დაიწყო, მაგრამ იმედით ვუყურებთ, - სებ-ი ბანკებს სავალუტო ბუფერებს, სესხებში დასაბანდებლად გამოუთავისუფლებს თუ არა, არჩილ გაჩეჩილაძემ (BOGG-ის CEO) არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ეკონომიკისთვის, იმპულსებისთანავე, ჟანგბადის და სისხლის ოპერატიულად მიწოდებისთვის სექტორი სრულ მზად ყოფნაშია.
სპორტსმენის გულივით, რომელიც კუნთებს რესურსს საკმარისი დოზით მიაწვდის, გული - საბანკო სექტორია, კუნთები ბიზნესი, რომელმაც უნდა ამოქაჩოს კრიზისი. გამწევ ძალად მას ტურიზმი ესახება, ყველაზე უნარიანი სექტორი, რომელმაც პანდემიამდე მშპ-ს 15%-მდე ზრდა შეძლო. ვირუსმა კი ყველაზე მეტად დააზარალა.
გაჩეჩილაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან" სტუმრობისას განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯები მალე გადაიდგმება.
მისი თქმით, გარდატეხა მე-2 კვარტლის ბოლოს მე-3-ს მიჯნაზეა მოსალოდნელი, შემოდგომაზე კი უკვე ეკონომიკა გამოცოცხლდება. ისე რომ 2021-ში 4%-ზე მაღალი ზრდაც შესაძლოა აჩვენოს.
მან პანდემიაში მსესხებლის აქტივობაზეც აღნიშნა. ამ დროისთვის მხოლოდ 10%-ს აქვს გადავადებული. 80%-მა აქტივობა შეინარჩუნა. ვინც ბინის ყიდვას გეგმავდა, ზოგს ლარში ხელფასი გაეზარდა. იპოთეკით ძირითადად პატარ-პატარა ბინებია შესყიდული, თბილისის შემოგარენში. ზოგ სეგმენტზე (სასურსათო, ფარმაცია...) ბიზნესი გაფართოვდა კიდეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss