| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021 წლის 1 თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch -ზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება.
Bmatch პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება:
გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთი და იგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა;
გარიგება იდება ავტომატურად, მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით;
პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა - გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, პლატფორმის მიერ გარიგების ავტომატურ რეგისტრაციამდე; პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებსა და სავაჭრო ლიმიტებს.
შეგახსენებთ,რომ Bmatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss