| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კრედო ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) $4 მლნ საკრედიტო რესურსი მოიზიდა. მიკრო/მცირე აგროსაწაოების, დაბალშემოსავლაინი ფერმერების, ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად,აგროტურიზმის ხელშესაწყობად..
„კრედო ბანკი რეგიონებში გაწეული მომსახურეობით, იქ არსებული მიკრო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ქალი მეწარმეების ხელშეწყობით მნიშვნელოვნად შეარბილებს კოვიდ-19-ის პანდემიის ნეგატიურ ეკონომიკურ ზეგავლენას რეგიონებში“, - აცხადებს ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორი კრისტინ ენგსტრომი. „
საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათი უმრავლესობა კი თვითდასაქმებულია და შეზღუდული აქვს სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ფარგლებში გაწეულ ხელშეწყობაზე წვდომა.
2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კრედო ბანკი 336,748 მსესხებელს ემსახურება მისი 75 ფილიალის მეშვეობით. მისი ძლიერი გუნდის 2,486 თანამშრომლიდან ნახევარზე მეტი ქალები არიან. ბანკს უკვე აქვს სასოფლო-სამეურნეო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კრედო ბანკის 219,957 მსესხებელი აგრო სექტორში საქმიანობს, საიდანაც 53%-ს ქალი მეწარმეები შეადგენენ. 2015 წელს ADB უკვე დაეხმარა კრედოს მიკროსაფინანსო ინსტიტუტიდან ბანკად ტრანსფორმაციაში და 2019 წელს ხელმისაწვდომი იპოთეკური სესხების პროგრამის უზრუნველყოფაში, ასევე, ფინანსური პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სოფლად ქალებისთვის ციფრული მომსახურების ხელმისაწვდომობის პროექტების განხორციელებაში.
ADB-ი ხელს უწყობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებას. და რეგიონში უკიდურესი სიღარიბეს ებრძვის. ინსტიტუტი აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49-ს აზიიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss