| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ ნერგავს.
ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. პროდუქტის უპირატესობა ეკომეგობრულობაა. მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის.
„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერისთვის სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი იდეალური წყაროა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან,იზოგება ელექტროენერგიის ხარჯები. „დაზოგე და იზრუნე გარემოზე“- ესაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss