ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ისტორიების მატარებელი - რკინიგზის ახალი პროექტი
28 იანვარი, 2021, 16:27
ისტორიების მატარებელი - რკინიგზის ახალი პროექტი

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები - რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა.

თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს. მათ შორის არიან: ნიკო ხერკელაძე, მამუკა ცეცხლაძე, ბესიკ არბოლიშვილი, ზურა გომელაური, ოლეგ ტიმჩენკო, დალი ფოდიაშვილი და სხვები.  ბროშურაში ასევე მოთხრობილია ფიროსმანის, გალაქტიონისა და ტერენტი გრანელის საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდების შესახებ. "ისტორიების მატარებელი" - ამ სახელწოდების ბროშურის განთავსებას საქართველოს რკინიგზა მოგვიანებით მატარებლებშიც გეგმავს.




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები