ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Apple რეკორდულ მოგებაზეა
28 იანვარი, 2021, 11:18
Apple რეკორდულ მოგებაზეა

თბილისი (GBC) - კომპანია Apple–ის წმინდა მოგება 2020–2021 ფინანსური წლის პირველ კვარტალში, რომელიც 26 დეკემბერს დასრულდა, წლიურ გამოსახულებაში 29,3%–ით გაიზარდა $28,755 მლრდ–მდე.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი 21%–ით – $111,439 მლრდ–მდე გაიზარდა, როცა ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს $102,54 მლრდ–იან ნიშნულზე ელოდნენ.

კომპანიის რელიზში ნათქვამია, რომ პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია, ხოლო ამ მაჩვენებელში საერთაშორისო გაყიდვები 64%–ს შეადგენს. Apple–ს შემოსავლების ნახევარზე მეტი iPhone–ის გაყიდვებზე მოდის.

პირველ კვარტალში iPhone–ის გაყიდვები 17%–ით გაიზარდა და $65,597 მლრდ შეადგინა. Mac-ების გაყიდვები პირველ კვარტალში, წლიურ გამოსახულებაში 21%–ით გაიზარდა – $8,675 მლრდ–მდე, ხოლო iPad-ების გაყიდვები სააგნარიშო პერიოდში 1,4–ჯერ არის გაზრდილი – $8,435 მლრდ–მდე.

კომპანია Apple, რომელიც 1976 წელს დაარსდა, პერსონალურ და პლანშეტურ კომპიუტერებს, აუდიოფლეერებს, ტელეფონებს, „ჭკვიან საათებს“ და პროგრამულ უზრუნველყოფებს აწარმოებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები