| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომელთა თანახმად აშშ–ში გასულ კვირაში ნავთობმარაკები მოულოდნელად შემცირდა, „შავი ოქრო“ ძვირდა.
ბაზარს ასევე მხარს უჭერს ნავთობმოპოვების მოსალოდნელი
შემცირება. ერაყი მანამდე აცხადებდა, რომ იანვარში ნავთობმოპოვებას დღე–ღამეში
3,85 მლნ ბარელიდან 3,6 მლნ ბარელამდე შეამცირებს. ამასობაში, კორონავირუსის გავრცელების
ტემპის ზრდა და აშშ–სა და ევროპაში ვაქცინაციის დანერგვის შეფერხებები წლის პირველ
ნახევარში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პრაქტიკულად გამორიცხავს, წერს Trading Economics.
თბილისის დროით 12:25 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,79%–ითი არის გაზრდილი და
ბარელის ფასი $56,08–ს შეადგენს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI
ფასი ამ დროისთვის 0,82%–ით იზრდება – $53,04–მდე ბარელზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss