| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო უფრო მყიფე გახდა და ასწლეულის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შეაბიჯა, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა „დავოსის დღისწესრიგზე“ თავის გამოსვლაში.
გაეროს გენმდივანმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო
ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს – „სიმყიფე“. „2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა (პანდემიის
გამო) და ჩვენ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ვართ“,
– განაცხადა გუტერეშმა.
დიპლომატის აზრით, პანდემიამ მსოფლიოს ისეთი პრობლემები
გააშიშვლა, როგორებიცაა ადამიანებსა და ქვეყნებს შორის უთანასწორობა, „კლიმატისა და
ბიომრავალფეროვნების კრიზისების“ არასტაბილურობა. მისივე თქმით, „ბუნებასთან ომს“ მისი
მხრიდან „საპასუხო დარტყმამდე“ მივყავართ. გუტერეში მსოფლიოს დიალოგისა და თანამშრომლობისკენ
მოუწოდებს.
„მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო სექტორმა,
სამოქალაქო საზოგადოებამ და ქალაქებმა ერთად უნდა იმუშაონ“, – თქვა მან.
გენმდივნის თქმით, 2021 წელს მოფლიოს აქვს შანსი, პანდემიის
დაძლევით „სიმყიფიდან მდგრადობაში გადავიდეს“.
მანამდე გაეროს გენმდივანმა 2021 წელი 1945–ს შეადარა
იმ განსხვავებით, რომ ამჟამად ომი კორონავირუსთან მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss