| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის
მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ იმნაიშვილი შავი ზღვის
ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველი კომიტეტის უფროსი მრჩეველი გახდა.
არჩილი ჩვენს გუნდს 2006 წელს შეუერთდა. მანამდე რამდენიმე კომერციულ ბანკში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 2009 წლიდან მონეტარული პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 2018 წლიდან კი - მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტს.
პროფესიით ეკონომისტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. Tbilisi State University, ასევე, ფლობს Central European University მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში.
ეროვნულ ბანკში არჩილის ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, აღსანიშნავია ლიკვიდობის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბება და დახვეწა, რის შედეგადაც ქვეყანაში შემცირდა საპროცენტო განაკვეთები ლარის სესხებზე. ამასთან, აქტიურად მუშაობდა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, რამაც ხელი შეუწყო მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას.
სხვადასხვა დროს არჩილი აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა ISET - International School of Economics - სა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს მაკროეკონომიკასა და მონეტარულ ეკონომიკაში.
სებ-ი ულოცავს მას Black Sea Trade & Development Bank - BSTDB-ს მმართველი კომიტეტის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. GBC უერთდება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss