| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მობილურ ოპერატორებს აბონენტების რაოდენობა შეუმცირდა, თუმცა შემოსავალი გაზრდილია. ნოემბერში აბონენტების რაოდენობა 2.3%-ით, 4.8 მლნ-მდე შემცირდა. შემოსავალი, 1.5%-ით, 42.4 მლნ ლარამდე გაიზარდა.
პროცენტულად ყველაზე მეტი აბონენტი სილქნეტს დააკლდა. წლიურად (Y.Y) 4.4% -ით, 1.6 მლნ-მდე. მაგთის, 1.9 მლნ -მდე შეუმცირდა (-2.2%Y.Y), ბილაინ, 0.4%-ით, 1.2 მლნ-მდე გაეზარდა.
მაგთიკომის- ბაზრის №1 მოთამაშის შემოსავლები 5.5%-ით (Y.Y) ₾20 მლნ -მდე გაზრდილია. სილქნეტს და ბილაინს შეუმცირდა. შესაბამისად ₾14.9 მლნ-მდე (-1%Y.Y) და ₾7.5 მლნ -მდე (-3.5%Y.Y).
შემოსავლების
კლება ფიზიკური პირების სერვისებიდანაა. კორპორაციული ბაზარი მზარდია.
აბონენტების მიხედვით ბაზრის წილით ლიდერობს მაგთი, რომელსაც 2019 წელთან შედარებით 0.04%-იანი მატება აქვს და მთლიანი ბაზრის 40.3%-ს იკავებს. 47.1% -საბაზრო წილითაც (შემოსავლების მიხედვით) მაგთია ლიდერი (+1.8%Y.Y)
ARPU (შემოსავალი თითო აბონენტისგან) გაზრდილია 4%-ით (Y.Y).. ჯამური საშუალო ARPU 8.7 ლარს შეადგენს.
ფასები შემცირებულია. როგორც 1 წთ -ის, ისე 1 გბ ინტერნეტის ღირებულება. თუ 11/2019 -ში 1 წთ საშუალოდ 0.04 იყო, 11/2020-ში 0.03 ღირდა.1 გბ კი 54%-ით 0.89-მდე შემცირდა.
მობილური ინტერნეტის ყველა მაჩვენებელი - მომხმარებლების რაოდენობა, ტრაფიკი, მოხმარება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მნიშვნელოვნად მომატებულია ტრაფიკის და საშუალო მოხმარების მაჩვენებლები. მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი 133%-ით, 19.6 ათას ტერაბაიტამდე (11/2020) მომატებულია. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 7.0 გბ შეადგენს
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss