ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობს covid -19 აიაფებს
22 იანვარი, 2021, 10:39
ნავთობს covid -19 აიაფებს

თბილისი (GBC) - ნავთობის გაიაფებას ისევ კორონავირუსი განაპირობებს. ეტალონური მარკების ნავთობის ფასი პარასკევს, დილის ვაჭრობებზე 1%–ზე მეტით ვარდება იმ მოლოდინის გამო, რომ კორონავირუსის გამო ვითარების გაუარესებამ, შესაძლოა, ნედლეულზე მოთხოვნა შეამციროს.

Brent-ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 10:16 საათისთვის, 1,23%–ითაა გაიაფებული და ბარელი $55,41 ღირს.

შედარებით მეტს, 1,34%–ს კარგავს ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI. ბარელი ამ ნავთობის ფასი, მარტში მიწოდების პირობით, $52,42 ღირს.

ასევე, წითელ ზონაშია სხვა ნედლეულის ფასებიც. მაგალითად, ოქრო ამ დროისთვის 0,37%–ს კარგავს და უნცია $1 858,95 ღირს. 1,52%–ს კარგავს ვერცხლი – $25,46–მდე, პლატინაც მინუსშია 1,76%–ით – $1 116,15–მდე.

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება მსოფლიოში ისევ მძიმეა, მიუხედავად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა. ინვესტორების ყურადღებას განსაკუთრებით ჩინეთში არსებული ვითარება იპყრობს, სადაც ახლოვდება მთავრის კალენდრით ახალი წელი. არსებობს მოლოდინები, რომ საახალწლო ზეიმის შემდეგ ცისქვეშეთში ვირუსის გავრცელება უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები