ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი 4B მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს
22 იანვარი, 2021, 11:21
საქართველოს ბანკი 4B მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს და  მომხმარებელს, სპეციალურად მისთვის დამზადებულ უნიკალურ, 4B  ბარათს სთავაზობს, რომელიც VISA -სთან ერთად შეიქმნა და მფლობელი ვიზა პლატინიუმის  ყველა უპირატესობით  და სერვისით ისარგებლებს. 

ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი გადახდისა და განაღდების მაღალი დღიური ლიმიტით ისარგებლებს, ფასდაკლებებით და საქართველოს ბანკის პარტნიორი ობიექტების შეთავაზებებიტ. პირადი კონსიერჟი 4B-ს მომხმარებელს უფასოდ შესთავაზებს მხარდაჭერას ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში:: ბიზნესმიმოწერა (ინგლისურ/რუსულ ენებზე), სასტუმროს, რესტორნის დაჯავშნა  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ₾100 ტრანზაცია პინ-ის გარეშეა. დღიური განაღდება  - ₾50 000 , ონლაინ ოპერაციები - ₾150 000. ბარათი მულტისავალუტოა.  

„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი 4B ბარათი, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა. ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი უამრავი უპირატესობით შეძლებს სარგებლობას. ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

უნიკალური სივრცე - 4B  ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობისთვის შექმნა. ადგილი, სადაც ბანკის პარტნიორ  მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, დაჯავშნოს და ისარგებლოს სამუშაო სივრცეებით, გაეცნოს პარტნიორი კომპანიების სპეცშეთავაზებებს, მიიღოს საჭირო  რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. ახალ სივრცეში ბიზნესს პერსონალური ბანკირი ემსახურება. საგანმანათლებლო მიზნით კი, უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობაა.

დამატებითი ინფორმაცია4B ბარათზე https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები