| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.
SME ბანკის ნომინაციაში TBC - ი უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი ( Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden). SME საუკეთესო ბანკირის 7 კანდიდატია.
ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურხ გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.
„საუკეთესო SME ბანკირის“ კანდიდატები სხვადასხვა კრიტერიუმებითაა შერჩეული:(ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები. .. გათვალისწინებულია საფინანსო ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე ოპერირების ისტორია.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა Efma-ს და მასტერქარდის მიერ ნიკა ქურდიანის საუკეთესო SME ბანკირის, ხოლო თიბისის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში დასახელება. ამით ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის იმის აღიარება, რაც ნიკა ქურდიანმა და თიბისის გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად გააკეთეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 2020 წელს,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის, ასევე, იკავებს TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com გრძელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss