ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იუსტიციის სახლები ენერგოეფექტური გახდება
18 იანვარი, 2021, 13:53
იუსტიციის სახლები ენერგოეფექტური გახდება

თბილისი (GBC) - იუსტიციის სახლებში ენერგოეფექტური პროექტი ინერგება. ამ ეტაპზე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლის შენობები აღიჭურვება.

პროექტის ღირებულება 1,4 მლნ ლარია და ის ენერგორესურსების მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.

მზის კოლექტორების, ავტომატური მართვის სისტემებით მომარაგებაზე, მის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება.

იუსტიციის სახლების ენერგოეფეტური ტექნოლოგიებით აღჭურვა საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის ფარგლებში იგეგმება. პროექტი ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხით დაფინანსდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები