ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
1/02-დან ბიზნესმა ყველა დაქირავებული უნდა აღრიცხოს
15 იანვარი, 2021, 14:51
1/02-დან ბიზნესმა ყველა დაქირავებული უნდა აღრიცხოს

თბილისი (GBC) - პირველი ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კოდექსში ბოლო ცვლილებები გააცნო, მათ შორის; დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა, დღგ-ის რეფორმა და მის ფარგლებში 1/01.2021 დან შესული სიახლეები.  

 აღინიშნა, პანდემიამ რომ მწვავედ გამოაჩინა, საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. რამაც გაართულა პანდემიის შედეგად მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის პაკეტების მიღებაც

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომპანიების მხრიდან 2021 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო იქნება დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრის შევსება.

ცვლილების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებული პირი, შრომითი ურთიერთობების დაწყებამდე დაარეგისტრიროს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ივსება დამქირავებლის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge), პირად ავტორიზებულ პორტალზე არსებულ სპეციალურ ჩანართში, სადაც მიეთითება დაქირავებულ ფიზიკური პირთა შესახებ ინფორმაცია (პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი). აქვე, აღვნიშნავთ, რომ დასაქმებულს საკუთარი ავტორიზებული გვერდიდან, ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს დასაქმებულ პირთა რეესტრში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.  

დამქირავებლის მიერ შესაბამისი რეესტრის შევსების წესის შესახებ, მომზადებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც განთავსებულია უწყების ვებგვერდზე:

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=167

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ასევე, დეტალურად განმარტა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმი -  „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის დახვეწას, თაღლითური სქემების რისკების მართვას, ასევე,  არამიზნობრივად დღგ-ის რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტების არამართლზომიერად გამოწერის შემცირებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შემცირებისა და მისი სტიმულირების მიზნით, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისათვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შევიდა საგადასახადო კოდექსში და ამოქმედდა მიმდინარე წლიდან.

როგორც ცნობილია, დღგ-ის კარში განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებების საფუძველზე:

·                     განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები;

·                     გაიწერა დღგ-ის ჩათვლის პირობები;

·                     დეტალურად განიმარტა ძირითად საშუალებებზე ჩათვლის მიღების წესი და დღგ-ის თანხის კორექტირების გარემოებები დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ამ ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში.

დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5070473?publication=0

ონლაინ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაალ ტყეშელაშვილი და ამავე დეპარტამენტის საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ზაზა თაბაგარი. 

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ბიზნეს სექტორთან გაგრძელდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები