| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასები მსოფლიო ბირჟებზე პარასკევს დილიდან მინუსშია, მიუხედავად აშშ–ის ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების პაკეტის მოლოდინისა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მალევე დაამტკიცებენ.
არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს წარმოადგინა
ეკონომიკის მხარდაჭერის ახალი გეგმა – $1,9 ტრლნ–ის მოცულობით. CNBC-ს ცნობით, ბაიდენის ახალი გეგმა მოსახლეობისთვის პირდაპირ გადახდებს, უმუშევრობის
შემწეობაზე დანამატებსა და შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს.
მიუხედავად ასეთი მოლოდინებისა, Brent-ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე, თბილისის
დროით 10:35 საათისთვის, 1,19%–ით იყო შემცირებული და ბარელი $55,75 ღირდა.
ამერიკული WTI–ს ფასი, თებერვალში
მიწოდების პირობით, 0,82%–ითაა შემცირებული – $53,13–მდე ბარელზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss