| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბანკის, მისოს, სგს-ს,.. სებ-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის კლიენტი, თავის მიმდინარე და დახურულ ვალდებულებებს უფასოდ შეამოწმებს. ამ ინფორმაციაზე წელიწადში 3-ჯერ უფასო წვდომის შესაძლებლობა გაჩნდა, სებ-ისგან კრედიტინფოსთვის დაკისრებული ვალდებულების ამოქმედებით.
ბანკის კლიენტი, უფასო სერვისით, თავის სარეიტინგო ქულებს ვერ შეიტყობს. ამისთვის ₾5 პაკეტი უნდა ჰქონდეს გააქტიურებული. კრედიტინფოს ცნობით, ამა თუ იმ ბანკის თუ მისოს მომხმარებელს, უფასო ინფორმაციით სარგებლობის შესაძლებლობას სებ-ის რეგულაციამდეც აძლევდა, წალიწადში ერთხელ, ოფისში მისვლით, თუმცა ქულების რაოდენობა არც მაშინ იყო ხელმისაწვდომი. კორპორაციული კლიენტებისთვის (ბანკი, დეველოპერი, მისო, სგს...) ₾30 , ₾50 პაკეტები მოქმედებს.
სებ-ი ყველა სუბიექტს Creditinfo -სთან პარტნიორობას ავალდებულებს. კრედიტინფოსთან ბანკის და მისოს პასუხისმგებლიანი ურთიერთობა სანქციებით არის გამყარებული. საკრედიტო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების, აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის“ ყოველ დარღვევაზე მისოსთვის 1 000 ლარია ჯარიმა. ანალოგიური განაკვეთი განესაზღვრა საკრედიტო კავშირსაც დარღვევის თითოეულ ფაქტზე - 1 000 ლარი.
კომერციული ბანკი კი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ინფორმირების წესების დარღვებისთვის ჯერ1 000 ლარით დაჯარიმდება. სებ-ის წერილობითი გაფრთხილების გაუთვალისწინიებლობის შემთხვევაში 10 000 ლარით. სებ-ის განმეორებითი ან მრავალჯერადი შეუსრულებლობისთვის კი ₾20 000 -ით.
ანგარიშგების,
სხვა საფინანსო/ სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმით (მათ შორის, არაზუსტი
ინფორმაციის წარდგენა) და ვადით წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე ჯარიმა
5 000 ლარია.
ამ დროისთვის Creditinfo -ს ბაზაში https://ge.creditinfo.com/ka-products ₾ 27 მლრდ -ის კონტრაქტებზეა ინფორმაცია ატვირთული, მათ შორის ბანკის 1.6 მლნ მსესხებლის, მისოს და სგს 536 550 და სხვა კომპანიების (სამშენებლო სადისტრიბუციო, სალიზინგო) 27 000 კლიენტის ხელშეკრულება. 1 თვეზე მეტ ვადაგადაცილებაშია 24 000 მსესხელის 150 მლნ-ის სესხი (ნაშთი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss