ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო ასოციაციის განცხადება
15 იანვარი, 2021, 15:20
საბანკო ასოციაციის განცხადება

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად,  დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაიაქტიურონ „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისი და მიიღონ წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.  „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისის გააქტიურებისთვის, მომხმარებლის თანხმობით, კომერციული ბანკები კრედიტინფოს ბიუროს მომხმარებლის მონაცემებს მიაწვდიან (სახელიგვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) , რის შედეგადაც მომხმარებელი  დარეგისტრირდება ჩემი კრედიტინფოსსერვისზე

 

კრედიტინფოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და  მონაცემების გაზიარება საერთაშორისო  პრაქტიკაა და ის მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას და სანდოობას უწყობს ხელს.

 

„ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელებს   შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

·                      „ჩემი კრედიტინფოს“ გააქტიურებით, მომხმარებელი მიიღებს წვდომას საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე;

·                     „ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელს დაეხმარება, გაიგოს მის შესახებ არსებული რა ინფორმაცია მიიღება მხედველობაში სესხის გაცემისას;

·                     „ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს,  საკრედიტო რეიტინგისა და რეპორტში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი აწარმოოს.

 

გასათვალისწინებელია, რომ „ჩემი კრედიტინფოს“ საშუალებით მომხმარებლის ისტორიის გადამოწმება არ ახდენს გავლენას საკრედიტო რეიტინგზე.  აქვე გაცნობებთ, რომ მითითებულ სერვისზე, ასევე, მომხმარებლის პერონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია სს  საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო.

 

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, კომერციული ბანკები სიახლის შესახებ  მომხმარებლებს დღეიდან მიაწვდიან ინფორმაციას.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები