| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველომ აშშ-სთან 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გააფორმა
ეს გულისხმობს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას. შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნლოგიებთან დაკავშირებით, რომელიც შემოვა ქვეყანაში.
„შევუერთდით “ქლინ ნეთვორქს“, რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ახლა საქართველოც გახდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„ეს არის ინიციატივა, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ამ სფეროში უსაფრთხოებას, სანდო ინვესტორების შემოსვლას. ამ ინიციატივაზე მიერთებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო. - განაცხადა ნათია თურნავამ.
მემორანდუმის თანახმად, 5G აპლიკაციების ფართო სპექტრის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss