| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 12% ნაღდ ფულზე უარს ამბობს, 36% პარკებსა და სკვერებში აღარ დადის, 22% აღარ ვარჯიშობს, ~ 2020 წელს პანდემიის პირობებში, თბილისელების ქცევა სხვადასხვა აქტივობების კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა. ACT დაინტერესდა 2020 წლის 14-15 მარტის მონაცემთან შედარებით რა ფორმით შეიცვალა ქცევა, შეზღუდვების გამკაცრების ფონზე.
2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით,
გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ შეცვალა
ქცევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ
შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა
36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული
რესპონდენტების მხოლოდ 22% აღარ ახორციელებს.
2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად
სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა ხოლო, 2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის
მიხედვით რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის
მიხედვით 36%, ხოლო დეკემბრის მონაცემის მიხედვით 56% აღარ ეპატიჟება.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ
თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება
საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss