ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ოპოზიცია მე-6 რაუნდიდან იწყებს
14 იანვარი, 2021, 16:38
ოპოზიცია მე-6 რაუნდიდან იწყებს

თბილისი (GBC) -ოპოზიცია ღირსებაშულახავად პარლამენტში შესვლის მიზნით ახალ მოძრავ პლატფორმას ქმნის.  ფასილიტატორ ელჩებთან  შეუმდგარი მე-5 რაუნდის შემდეგ. 


შეუერთდება თუ არა ბურჯანაძესთან ახლადგამიჯნული  გიგლა ბარამიძეც, რუსთავი 2-თან პასუხს თავს არიდებს. ღირსებას, პარლამენტში შესასვლელად უფრთხილდება თუ მართლაც, როგორც თავად თქვა ჰაი ჰარად  ლაპარაკი არ უყვარს, მთლად დამაჯერებელად არ გამოსდის. არ თქვა სად მიდის, არც ის, პარტიულ ცხოვრება თუ აგრძელებს. ბურჯანაძესთან განშორების მიზეზად უთანხმოებას გამორიცხვას, თუმცა არც შეთანხმებას ადასტურებს. 


"ჩემ თავს წარმატებას ვუსურვებ", - ეთერში ბარამიძე პრეზენტაბელური იყო. თქვა რომ შემდგარი პიროვნებაა, დოქტორი, პროფესორი და ელჩი. შესაბამისად მთლად უმუშევართა არმიასაც არ შეუერთდება. 


"წინა და უკანა პირობაზე კომენტარს არ ვაკეთებ", - არასდროს დამირეკოს ბირჯანაძემ პოლიტიკური  საკითხზე კონსულტაციისთვისო არ უთქვამს. ამ ეტაპზე დარწმუნებული მხოლოდ იმაშია, რომ თავისუფალი დემოკრატებიდან წავიდა. "მერე რა იქნება ვნახოთ", -თქვა მან.


ამასობაში ოპოზიციის ახალ პლატფორმაზე პირველი რაუნდი გირჩსა და მოქალაქეებს შორის შედგა. იაგო ხვიჩიას თქმით მიზანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაა, რაც  ალეკო ელისაშვილს (მოქალაქეები)  ევროპულ საქართველოსთან  კონსულტაციების გარეშე წარმოუდგენია.  გირჩი ყველა პარტიასთან შეხვედრისთვის მზად არის და არც მე-2 რაუნდის შეხვედრას გამორიცხავს, უკვე "ლელოს" ოფისში. 


2  პარტია თანხმდება, ადგილობრივი არჩევნები ჩაითვალოს პლებისციტად. სტრატეგია აღმაშენებელს 10 თვიანი გადავადება  არ მიაჩნია მართებულად, როცა გაყალბებული არჩევნებითაც კი ოპოზიცია ადასტურებს  ამომრჩევლის მაღალ მხარდაჭერას.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები