ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ტერა ბანკი RPA-ს იწყებს
13 იანვარი, 2021, 15:43
ტერა ბანკი RPA-ს იწყებს

თბილისი (GBC) - ტერაბანკი  BDO Digital-თან ერთად პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს. ბანკი ოპერაციულ საქმიანობაში RPA რობოტებს BDO Digital – ის გუნდის დახმარებით ჩართავს. ბანკის ბექ ოფისში რობოტიზაციასთან თავსებადობის დიაგნოსტიკა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწიინებული. მომდევნოზე კი კონკრეტულ ოპერაციებში ციფრული რობოტების ინტეგრირება.

 

მიზანი დანახარჯების შემცირებაა, RPA ტექნოლოგიის გამოყენებით, თანამშრომელთა რესურსის დაზოგვა და საბოლოოდ პროდუქტიულობის გაზრდა.

 

BDO Digital-ის გუნდი  ტერაბანკს დაეხმარება კომპანიაში არსებული პროცესების ანალიზში, ავტომატიზაციის სირთულისა და სარგებლის განსაზღვრაში. ასევე  იმ პროცესების გამოვლენაში, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ ავტომატიზაციას და რომლის რობოტიზაციაც ყველაზე უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კომპანიას. დიაგნოსტიკის ეტაპზე გამოვლინდება ყველა ის წესებზე დაფუძნებული და დიდი მოცულობის განმეორებადი პროცესები, სადაც რობოტების დახმარება ააჩქარებს არსებულ პროცესებს და გამორიცხავს ადამიანური შეცდომების დაშვების რისკს.

 

წყარო: BDO Digital-ი (UiPath-ის ოფიციალური პარტნიორი).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები