| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ის არსად წასულა, "მხოლოდ დაიძინა', აქვე იტრიალებს, უკან მოვა, იქნებ არც მოვიდეს, - ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დასკვნები, ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ფიქრები და ელისაშვილი & მოქალაქეების განცდები კვლავ აქტუალურია, რადგან ბოლოჯერ წასული ივანიშვილი ამ ეტაპზე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში ისე იარა რომ არ შემცდარა.
"რაც შემეძლო გავაკეთე და ეხლა რაღაზე მოვდივარ. თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს ე.ი რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე. თუ სწორედ ვერ გავაკეთე უკან რატომ უნდა გავიქაჩო, მარტივი თემაა", - აცხადებს მმართველი პარტიის დამფუძნებელი საზმაუზე, თავის ბოლო ინტერვიუში, რომელიც 22;30 სთზე გავა ეთერში (გადაცემაში "თავისუფალი ხედვა").
საზმაუზე გავრცელებული ნაწყვეტებით, ინტერვიუდან, ივანიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი რამ სთხოვა ყოფილ თანაპარტიელებს, არ მოერიდონ ოპონირებას. მიაჩნია, რომ კამათი მოსარიდებელი არ არის, რადგან საზოგადოებამ უკვე ნახა ყველაფერი. მიაჩნია, რომ 4-5 წელი "ქართულ ოცნებას" არაფერი ჩამოშლის. ფიქრობს რომ საზოგადოებამ არჩევა და კონტროლი ისწავლა და არ დაუშვებს ქარაქუცა პარტიების გაძლიერებას.
"ღმერთმა ნუ მომასწროს", - ივანიშვილი იმედონებს, რომ ოცნების ჯანსაღი ძალით ჩანაცვლებას მოესწრება, პარტიით, რომელიც ნიჭიერი ხალხით იქნება დაკომპლექტებული.
მანამდე კი საქართველოს, ევროპის დიდ კავშირში გაერთიანების, ყველაზე საპასუხისმგებლო პროცედურა აქვს გასავლელი, რასაც მოუთმენლად ელის. რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა იყოს იქ, სადაც ჩვენი, ქართველი ხალხის ადგილია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss