ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მოლები სუბსიდიას ითხოვენ
12 იანვარი, 2021, 13:22
მოლები სუბსიდიას ითხოვენ

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება. რითეიოლერებთან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ 28 ნოემბრიდან ამოქმედებული წერტილოვანი  ლოქდაუნის უსაფრთხოდ მოხსნის საკითხები განიხილეს.


შეხვედრას შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი  ესწრებოდნენ.

  

"განვიხილეთ პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს, 1თებერვლიდან საქმიანობის განახლებისთვის. განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რაც ბიზნესის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების ერთ-ერთი პირობაა" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


ნოემბრის მოულოდნელი ჩაკეტვის შემდეგ 16/01/2021 -ისთვის  დაგეგმილი გახსნის გადავადება, როგორც ბიზნესი აცხადებს, მორიგი დარტყმაა, რაც ისადაც გაურკვეველ მდგომარეობას უფრო ბუნდოვანს ხდის და სექტორს პროგნოზირების საშუალ;ებასაც არ აძლევს, თვითგადარჩენის გეგმა მაინც რომ შეადგინოს და პარტნიოორების შენარჩუნება შეძლოს.

  

"პროგნოზირებად ველზე გადასვლას ვცდილობთ, ასევე 17 000 მუშახელის გადარჩენას", - თბილისი ცენტრალის დირექტორის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, სექტორი ქონების გადასახადის შეღავათს ელოდა (რაც მხოლოდ ტურისტულ სექტორს შეეხო). ასევე კომუნალურის, რადგან ტვირთი  კომპანიის ხარჯებში სოლოდურია. მან საახალწლო გახსნის შედეგებზეც განაცხადა, მომხმარებლის 1/4-ით  შემცირებასა და გაყიდვების განახევრებაზე. 


ბიზნესს უკვირს 10 მლრდ -ზე მეტის გერერირებადი სექტორი რატომ არ იმსახურებს  გონივრულ ვადაში შეტყობინებას მაინც, შეზღუდვების დაწესება/ახსნაზე.


დაბნეულია სითი მოლის დირეტორიც. ლევან მესხელს 1 თებერვლის გახსნის შემდეგ სურს  იცოდეს,  მთავრობის შესაძლო შემდეგი ნაბიჯები, თუნდაც სცენარი, სხვადასხვა დაშვებით, საბაზისო/პოზიტიური/ნეგატიური.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები