ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა
11 იანვარი, 2021, 11:45
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა

თბილისი (GBC) - პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და პარტიიდან მიდის.

ივინიშვილი თავის ამ გადაწყვეტილებას, დღეს გამოქვეყნებულ საჯარო წერილში რამდენიმე გარემოებით ხსნის. როგორც ის აცხადებს, 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლისა მას ორი მთავარი ამოცანა ჰქონდა და ორივე შესრულებულია. პირველ ამოცანად ივანიშვილი  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ასახელებს, ხოლო ასევე მნიშვნელოვან მიზნად და ამოცანად ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლას.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს, შეძლებს ქვეყანაში სტაბილურობის და  მშვიდობის შენარჩუნებას. ივანიშვილის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება.

„ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება“,- აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, ის ძალიან წუხს, რომ ვერ მოხერხდა ქვეყანაში კონსტრუქსიული ოპოზიციის ჩამოყალიბება. ივანიშვილის შეფასებით, საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, მისი თქმით, იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს უსახავს.

ივანიშვილი თავის წერილში მადლობას უხდის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს,  ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები