| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 6 თვის განმავლობაში, მაისის ჩათვლით (01.12.2020-დან) დამქირავებელი დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარულ თვეში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. შეღავათი ეხება 42 000-ზე მეტ კომპანიას, რომელიც 550 000 პირს ასაქმებს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 270 მილიონ ლარს. ივნისამდე გრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.
ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება. ასევეა სასტუმროები, რესტორნები, სულ 1000 მეტი კომპანია, სადაც 30 000 დასაქმებულია. შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს 45 მილიონ ლარს. შესაძლებელია არ გადაიხადონ გასული წლის თებერვალ-მაისში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი. საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც 40 000-მდე დასაქმებულია. შეღავათი საშემოსავლო გადასახადში 20 მილიონ ლარს შეადგენს .
ბიზნესის შეღავათებზე, ფინანსთა მინისტრმ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგე ისაუბრა.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო 2021 წლის 1 ივლისამდე, საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდა.
მუნიციპალიტეტები ზამთრის სეზონური შეზღუდვის ნიშნით შეირჩა. ობიექტებს საქმიანობა პანდემიის გამო, პრევენციისთვის შეეზღუდა. აღნიშნული შეღავათი >100 კომპანიას შეეხება.
მისივე თქმით, დღგ-ს დაბრუნება 2021 წელსაც, 2019-ის მსგავსად მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. ნოემბრიდან სრულ ავტომატურ მოდელზე გადასვლის შესახებ აღნიშნა, "რაც 2021 წელს ბიზნესისთვის მილიარდზე მეტი თანხის ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნების საშუალებას იძლევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss