| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტის გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის მიზნით საქართველოსა
და IFAD –ს შორის შეთანხმების რატიფიცირებას
მხარი დაუჭირა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, ეს
შეთანხმება უკვე არსებული პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს.
„ეს მრავალწლიანი პროექტია და თანხა
რაც კრედიტის სახით იყო მოზიდული,
შეადგენს 16 მილიონ ევროს. გრანტის მთლიანი თანხა კი არის 4 მილიონ
327 ათასი აშშ დოლარი.
ამ გრანტის მთავარი მიზანია ძირითადი პროექტის განხორციელების შედეგად, მეცხოველეობის განვითარებისას ბუნებისადმი მიყენებული ზიანის შემცირება, შერბილება, ცალკეულ შემთხვევებში აღმოფხვრა-გაუმჯობესება“,- აცხადებს ხანიშვილი.
ხანიშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს ფერმერებისათვის
გრანტების გაცემას საძოვრების მართვის მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესების,
მათი პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, აგრეთვე რძის წარმოების თანამედროვე, ინოვაციური,
კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი და რძის წარმოების რენტაბელური ტექნოლოგიების დანერგვის
მიზნით.
მისი განმარტებით, პროექტი აგრეთვე დაეხმარება ფერმერებს
კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი საძოვრების ეკოსისტემის მომსახურების გაუმჯობესებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss