| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ციფრული ელექტრონიკის მწარმოებლემა 5G ქსელზე მომუშავე ტექნიკის წარმოება აქტიურად 1 წლის უკან დაიწყეს და ბრენდებმა ბაზარს უმალვე მიაწოდეს მეხუთე თაობის მობილურ ქსელზე მომუშავე ტექნიკა.
ანალიტიკურმა კომპანია Counterpoint Research-მა 2020 წლის შემოდგომისთვის ყველაზე მოთხოვნადი 5G სმარტფონების რეიტინგი შეადგინა, საიდანაც დგინდება, რომ Apple-ს პროდუქცია ლიდერობას არავის უთმობს.
Counterpoint Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო iPhone 12. "ჩაკბეჩილი ვაშლის" ახალი ფლაგმანი ჯერ გამოსულიც არ იყო, რომ ანონსის შემდეგ მასზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა. მზარდი მოთხოვნა იყო და შესაბამისად მეორე პოზიციაზე მოხვდა iPhone 12 Pro.
ყველაზე მოთხოვნადი 5G სმარტფონების რეიტინგში მესამე პოზიციაზე Samsung-ის Galaxy Note 20 Ultra. 10 თვის შედეგების მიხედვით (2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე) აღნიშნული გაჯეტი ასევე შევიდა ყველაზე გაყიდვად 5G სმარტფონების ათეულში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss