| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლისთვის
დამტკიცებული
ბუნებრივი
გაზის
ბალანსის
მიხედვით, წელს საქართველო აზერბაიჯანული
გაზის
გატარების
სანაცვლოდ
1.014 მლრდ მ³ გაზს
მიიღებს.
მიმდინარე
წელს
შაჰ-დენიზის
საბადოდან
მოპოვებული
გაზიდან,
საქართველოსთვის
გამოყოფილი
„დამატებითი
გაზის“
მოცულობა
508.7 მლნ კუბ. მეტრი
იქნება,
„ოფციური
გაზის“
– 505.96 მლნ მ³, რაც
იმას
ნიშნავს,
რომ
„სამხრეთ
კავკასიური
დერეფნიდან“
მისაღები
გაზის
მოცულობა
2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ
მ³)
126 მლნ მ³-ით
მეტი
იქნება.
2021 წელს
საქართველო
აზერბაიჯანიდან
ჯამში,
2.518 მლრდ მ³ გაზს
მიიღებს.
აქედან
შაჰ-დენიზის
წილი
1.014 მილიარდია, სოკარიდან მისაღები
გაზის
მოცულობა
1.504 მლრდ მ³-ს შეადგენს.
კიდევ
200 მ³ ბუნებრივ გაზს საქართველო
რუსეთიდან
შეიძენს.
ადგილობრივი
მოპოვებაც
იზრდება
და
11.08 მლნ მ³-ის
ოდენობით
არის
ნავარაუდევი.
ჯამში
გაზის
მოწოდების
პროგნოზი
2.729 მლრდ მ³-ს აღემატება.
რაც
შეეხება
მოხმარებას
- 2021 წელს მოხმარება 2.694 მლრდ
მ³-ით
არის
ნავარაუდევი.
აქედან
1.794 მლრდ მ³ სოციალური
მოხმარებაა
(664.9 მლნ მ³ თბოსადგურები,
1.129 მლრდ - მოსახლეობა), 899.82 მლნ
მ³-ს მოიხმარს
კერძო
სექტორი.
ცნობისთვის,
2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის
საბადოდან
ევროკავშირში
სამხრეთის
გაზის
დერეფნის
მილსადენის
სისტემის
მეშვეობით
გაზის მიწოდება
დაიწყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss