| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (Trade and Cooperation Agreement) მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია ოთხშაბათს, 30 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს შტაბ–ბინაში გაიმართა.
„გრძელი გზა გავიარეთ. დროა, Brexit უკან მოვიტოვოთ“,
– დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე. „ჩვენი მომავალი – ევროპაშია“, – წერ ის და დასძენს,
რომ დოკუმენტს მოგვიანებით ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი მოაწერს
ხელს.
შარლ მიშელმა, თავის მხრივ, შეთანხმებას ლონდონსა და
ბრიუსელს შორის ახალი ურთიერთობების დასაწყისი უწოდა. „ახალი ეტაპი, ახალი ურთიერთობები“,
– წერს ის.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2020 წლის იანვარში გავიდა,
43 თვის შემდეგ, რაც Brexit–ის მომხრეებმა 2016 წლის რეფერენდუმში გაიმარჯვეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss