| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარებისთვის გამოყოფილი 450 მლნ. ლარიდან მესამედის ათვისებაც ვერ მოხერხდა. დახმარება 162,220-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა მიიღო, რაზეც ჯამში 129მლნ. ლარი დაიხარჯა. პროგრამის 6 თვით აღდგენა პირველი იანვრიდან იგეგმება.
IDFI-ის
მოანცემებით, კომუნალური დახმარებების პროგრამის დანახარჯებმა
პროგრამის ბიუჯეტს მცირედით გადააჭარბა. კომუნალური დახმარების პროგრამაზე 173 მლნ.
ლარი დაიხარჯა, რაც 3 მლნ. ლარით აჭარბებს გამოყოფილ თანხას. აღნიშნული პროგრამა დამატებით
ოთხი თვით გაგრძელდება.
18 წლამდე ბავშვების კომპენსაციაზე დახმარება 925,000 ბავშვზე გაიცა.
პროგრამაზე 185 მლნ. ლარი დაიხარჯა რაც გამოყოფილ ბიუჯეტს, 160 მლნ. ლარს, +16%-ით
აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის
მიუხედავად.
სამშენებლო სექტორი და ტურიზმის სექტორი ყველაზე მსხვილი მოცულობის დახმარების პაკეტს მიიღებენ ბიზნესსექტორებიდან. აღნიშნული სექტორებისათვის მთავრობის მიერ განსაზღვრული დახმარებების მოცულობამ 434 მლნ. ლარი და 200 მლნ. ლარი შეადგინა, შესაბამისად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss