| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო, ბიუროკრატიული დაბალი ხარჯებით გამორჩეულია, - 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის საპარტლამენტო განხილვაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეები შემცირების რესურსი არის, თუმცა გამოთავისუფლებული თანხა ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მოხმარდეს.
“ვიცით, რომ არ არის სახარბიელო სიტუაცია, რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია, მაგრამ დაბალანაზღაურებადი. ხშირად გვეუბნებიან ოპონენტები,
რომ თქვენ, ჩინოვნიკები, თბილად ხართ კარგი ხელფასებით — არა, ძალიან დაბალი ხელფასებია,
21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ, საინტერესო და მაღალკვალიფიციურ
ადამიანებს. იქ არის დანაზოგის საშუალება, მაგრამ რასაც დავზოგავთ, იქვე თუ არ ჩაბრუნდა
როგორც ადამიანურ კაპიტალში, ასევე სისტემებში და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფებში, იქ
100 თუ 200 მილიონი დაიზოგება, ეს ვერ გახდება წყარო ფისკალური კონსოლიდაციის, ჩვენი
დეფიციტის და ვალის გაკეთილშობილების წყარო”, — განაცხადა მაჭავარიანმა.
2021 ბიუჯეტის პროექტით, ადმინისტრაციული ხარჯები 221 მლნ ლარით, 3.3 მლრდ ლარამდე იზრდება. შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარი და შესყიდვაზე 151 მლნ ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს. 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება;
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა
356 -ით 112,570-მდე მატულობს. 227 ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამის მართვას ემატება, 176 – შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების
პროგრამას. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა, ხოლო 50-ით – პარლამენტის აპარატში
დასაქმებულები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss