| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - აშშ–ის ეკონომიკის საბიუჯეტო სტიმულირების გამო შექმნილი
ოპტიმიზმის ფონზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასი სამშაბათის ვაჭრობებზე იზრდება.
აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა
მანამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი მასტიმულირებელი გადახდების მოცულობის
გაზრდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ზრდასრული მოქალაქეებისთვის $600–დან $2
000–მდე. კანონპროექტი 275 ხმით 134–ის წინააღმდეგ მიიღეს. ამავე დროს, არსებობს ვარაუდი,
რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სენატში წინააღმდეგობას წააწყდება.
ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინებს ქმნის კორონავირუსის
ახალი შტამის გავრცელება მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზე,
ასევე იაპონიაში.
ამ ფონზე, Brent-ის
მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 10:20 საათისთვის,
0,63%–ით არის გაძვირებული და ბარელის ფასი $51,22–ს შეადგენს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI, თებერვალში მიწოდების პირობით, 0,69%–ითაა გაძვირებული და ბარელი ამ
დროისთვის $47,95 ღირს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss