| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -სემეკის სამშაბათი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის, კერძოდ „თელასისა „ და „ენერგო პრო - ჯორჯიას“ აბონენტებისათვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა.ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით - 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს.
დღეს ცნობილი გახდა,რომ 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს დაასუბსიდირებს.
"საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი,
საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს
ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი
სრულად იქნება სუბსიდირებული,"- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss