| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს საღამოს ხელი მოაწერა ქვეყნის 2021 საფინანსო წლის ბიუჯეტის ნაწილს, რომელიც პანდემიის გამო ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების $900 მლრდ–იან პაკეტსაც შეიცავს. ამის შესახებ ტვიტერზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯად დირმა დაწერა. მანამდე ამ კონიუნქტურულ პაკეტს მხარი სენატმა დაუჭირა.
მანამდე, 23 დეკემბერს ტრამპმა კონგრესს კოვიდ–19–ის
პანდემიის პერიოდში მოსახლეობისა და მეწარმეებისათვის დახმარების კანონპროექტში ცვლილებების
შეტანისკენ მოუწოდა, რაც ამერიკელებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის გადახდების გაზრდას
ითვალისწინებდა. ამავე დროს, ტრამპმა „სამარცხვინო“ უწოდა კონგრესის მიერ მხარდაჭერილ
კონიუნქტურულ პაკეტს, რომელიც ყველა ზრდასრული ამერიკელისთვის ერთჯერადად $600–ის გადახდას
ითვალისწინებდა.
ტრამპის აზრით, დახმარების მოცულობა $2000–მდე უნდა
გაიზარდოს. სწორედ ამ მოცულობამდე დახმარების გაზრდას, როგორც ჯად დირი წერს, კონგრესის
წარმომადგენელთა პალატამ ორშაბათს, 28 დეკემბერს უნდა უყაროს კენჭი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss