| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს დივიდენდების გაცემა ეზღუდება, თუ კაპიტალის კოეფიციენტებს დაიცავს მარეგულირებლის შემსუბუქებული ნორმით. აქციონრების დაკმაყოფილებას კი შეძლებს, თუ შემსუბუქებამდე მოქმედ კოეფიცინტებზე გავა. ზედამხედველის რეგულაციების ადექვატურობაზე, თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს BM-ის ეთერში ონლაინ სტუმრობისას ჰკითხეს.
ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით
სებ-ი სწორად მოქმედებდა, განსაკუთრებით მარტი-აპრილის პერიოდში. საბანკო
სექტორის აქტივობის შენარჩუნებისთვის სებ-ის 2021 წლის გადაწყვეტილებები იქნება
კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ბუცხრიკიძე კონკურენტი საქართველოს ბანკის
სახელითაც საუბრობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო კომპანიების, TBC-ის და
BOGG-ის პარტნიორი ინვესტორებისთვის, დივიდენდებზე, ბანკის პოლიტიკა.
ბანკირმა ეკონომიკის
მხარდაჭერისთვის საკრედიტო აქტივობის მნიშვნელობაზე აღნიშნა, რაც თავის
მხრივ დაკავშირებულია გამოთავისუფლებული კაპიტალის შევსების გრაფიკზე,
ზედამხედველი 1 წელზე გაწერს თუ შესავსებად უფრო ხანგრძლივვადიან
პერიოდს განსაზღვრავს.
როგორც იცით, პანდემიის გამო, სექტორს მეტი საკრედიტო
რესურსის მხარდასაჭერად კაპიტალის მოთხოვნები შემცირებული აქვს, კაპიტალის
კონსერვაციის ბუფერის (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის
ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის
ბუფერის 2/3) გაუქმებით. ამით პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად სექტორს ₾1,6
მილიარდი კაპიტალი გამოუთავისუფლდა, რაც 15 მლრდ -ზე მეტი პორტფელის შექმნის
შესაძლებლობას იძლევა. და კიდევ მინიმალური მოთხოვნებს ზევით 4
მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი რჩება, რომლის გათავისუფლების საჭიროებას H1/2020
ისთვის, სებ-ი ვერ ხედავს.
ამას ემატება, სპეცბუფერი 3 ბანკისთვის, TBC-ის, BOGG-ის და LB-ის (უფრო ნაკლები კოეფიციენტით), რომელიც არ შემცირებულა.
თიბისის კაპიტალის ჯამური კოეფიენტი პანდიმიის შემდეგ და /პანდემიამდე/ არის 13.23% /17.48%. საქართველოს ბანკის 13.26% /17.13%/
ვახტანგ ბუცხრიკიძეს არ დაუკონკრეტებია, კაპიტალის შევსების რომელი გრაფიკი იქნება ოპტიმალური. სავარაუდოდ სისტემური ბანკების საინვესტიციო ბანკები (G&T-ი, TBC კაპიტალი) შეუთვლიან სებ-ს.
ვახტანგ ბუცხრიკიძის მოლოდინით, საბანკო სექტორი, 2022 წლამდე, პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss