ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ისევ ტურიზმი გადაარჩენს ეკონომიკას
28 დეკემბერი, 2020, 15:41
ისევ ტურიზმი გადაარჩენს ეკონომიკას

თბილისი (GBC) - ქართულ კომპანიებს სამუშაო კაპიტალის შევსება უნდა შეეძლოს, ინვესტორებს უნდა დავანახოთ  ლარის სტაბილურობა, ინფლაციის თარგეთი უნდა შენარჩუნდეს -G&T-ის მმართველმა დირექტორმა ბიზნეს ფორმულაში, პოსტპანდემიაში ბაზრის სასტარტო პოზიცინირებისთვის საჭირო მოცემულობაზე ისაუბრა. ოთარ შარიქაძე პანდემიის შოკიდან  სწაფად გამოსვლად სექტორად მიიჩნევს ტურიზმს, რომელსაც ეკონომიკის ზრდის გამწევი ძალა აქვს. საქართველომ პოსტპანდემიაში, სხვა განვითარებად ქვეყნებთან ერთად სინქრონული ზრდის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და არ ჩამორჩეს ტრენდს. 

როგორც კი რეგულაციები მოიხსნება, უნდა მიყვეს ტურიზმი, რომელსაც სწრაფად აღდგენის ყველაზე მეტი რესურსი აქვს, რადგან 70% მეზობლების ტურისტულ ვიზიტებზე მოდის. შესაბამისად ფრენებიც რომ არ გაიხსნას, სექტორი ამოძრავდება და 1/2 -ით თუ დაიბრუნებს 2019-ის მდგომარებას, საქართველოს ეკონომიკა 5%, 5.5%  ზრდაზე გავა. პანდემიის მე-3 ტალღის დაშვებით კი 3% -ზე. 

წამყვანის კითხვაზე პასუხისას შარიქაძემ ინფლაციის თარგეთის შენარჩუნების მიზანშეწონილობაზე აღნიშნა, 3%-დან 4%-მდე ზრდის მოლოდინზე და ლარის სტაბულურობის როლზე, FDI-ის მოზიდვისთვის, რადგან ინვესტორები უკუგებას დოლარით ანგარიშობენ.

2020 შეაფასა როგორც რთული წელი, დიდი გაურკვევლობით. ვირუსის I ტალღის მეტ-ნაკლებად მოგერიებაზე აღნიშნა, დონორებისგან 1.5 მლრდ რესურსის მოზიდვის ნიშნით  და მე-2 ტალღის წერტილოვანი ლოქდაუნის სიმძიმეზე. თქვა, რომ ვაქცინის გამოჩენით შუქი  უკვე ჩანს და პროგნოზირების შესაძლებლობებს აჩენს. 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები