| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შემოსავლების
სამსახური, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიმღებებს შეახსენებს, რომ განაცხადების
წარდგენის ვადა 28 დეკემბერს იწურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სერვისცენტრებში, თანამშრომლები მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში ეხმარებიან. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცენტრი- 2 299 299.
"კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. https://eservices.rs.ge.
ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები", - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.
ვიდეო ინსტრუქცია
ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=144
https://www.youtube.com/watch?v=35UNvIsT_oQ&ab_channel=RevenueService
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss