| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი, 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტული შემოდინებების პროგნოზი მცირედით გაუარესდა, თუმცა ნარჩუნდება მოლოდინი, რომ ვირუსის შეკავების შემდეგ, საქართველოში სექტორი სწრაფად აღდგება. სხვადასხვა პროგნოზით, გლობალურად საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა 2023-2024 წლებშია ნავარაუდევი. ამასთან, საქართველოს ტურიზმის სწრაფად აღდგენას შემდეგი წინაპირობები აქვს: მოკლე დისტანციებიდან და ავტომობილებით შემოსვლის მაღალი წილი, ბიზნეს მოგზაურობის დაბალი წილი და რუსეთის სანქციების მიუხედავად, პანდემიამდე არსებული ზრდის მაღალი ტემპი.
ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სავარაუდოდ, 6%-ს გადააჭარბებს, წლის ბოლოს კი 4-5%-ის ფარგლებში იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss