| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

მომდევნო კვლევითი ნაშრომი "საკრედიტო გეპის შეფასება საქართველოში მაკროპრუდენციული პოლიტიკის სახელმძღვანელოდ" სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა აკაკი ლიქოკელმა მოამზადა. კვლევის მიზანია საქართველოში მაკროპრუდენციული პოლიტიკის ჩარჩოს ანალიტიკური არსენალის გაუმჯობესება. ფინანსური სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაკროპრუდენციული პოლიტიკის სანდო სახელმძღვანელოს არსებობას, რომელიც დროულად გამოავლენს სისტემური რისკების ზრდის ნიშნებს და ხელს შეუწყობს პოლიტიკის ოპტიმალური რეაგირების შემუშავებას. კვლევაში წარმოდგენილი ანალიტიკური ინსტრუმენტები განკუთვნილია ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ რეკომენდირებულ ინდიკატორთან - სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის გეპთან - ერთად მაკროპრუდენციული პოლიტიკის გადაწყვეტილებების სახელმძღვანელოდ. კვლევის ავტორი წარმოადგენს საკრედიტო გეპის შეფასების ორ ალტერნატიულ მიდგომას, რომლებიც საქართველოს ფინანსური სისტემის სპეციფიურ მახასიათებლებზეა მორგებული. აღნიშნული მიდგომები ბაზელის მიერ რეკომენდირებული ინდიკატორის ნაკლოვანებებს ავსებს და ფინანსური სტრესის ადრეული გამოვლენის უფრო ინტუიციურ და ეფექტიან საზომს გვთავაზობს.
კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss